+995 32 ‎2 407 222

ვაჟა-ფშაველას 160 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო კრებული

 

 

 

სახელმწიფო ენის დეპარტამენტმა  თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურთან ერთად გამოსცა ვაჟა-ფშაველას 160 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო კრებული, რომელშიც შესულია ვაჟა-ფშაველას წერილები და ლექსები ენის შესახებ. ენის დეპარტამენტი მადლობას უხდის კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვაჟა-ფშაველას მე-მორიალურ მუზეუმს საარქივო და ნაბეჭდი მასალების ფოტოების მოწოდებისათვის.