+995 32 ‎2 407 222

სახელმწიფო ენის ექსპერტთა კომისიის სხდომა

2022 წლის 12 ივლისს სახელმწიფო ენის დეპარტამენტში გაიმართა სახელმწიფო ენის ექსპერტთა კომისიის სხდომა. სხდომაზე განიხილეს სახელმწიფო ენის ექსპერტთა კომისიის თავმჯდომარის, პროფესორ მერაბ ჩუხუას წინადადება სახელმწიფო ენის ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ, რომელიც შეეხება სახელმწიფოენოვან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე სახელმწიფო ენის სწავლებას. სხდომა ჩატარდა შერეული ფორმატით. დამსწრეებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი წარმოდგენილ წინადადებას.