+995 32 ‎2 407 222

სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარის, პროფესორ გიორგი ალიბეგაშვილის ლექცია-საუბარი ,,ჩვენი ენა ქართული'' მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლეში

11 აპრილს მოსწავლე - ახალგაზრდობის ეროვნული სასახლეში, ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, სასახლის წარმატებულმა აღზრდილმა, სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარემ, პროფესორმა გიორგი ალიბეგაშვილმა ჩაატარა ლექცია-საუბარი ,, ჩვენი ენა ქართული'' ქართული ენის, ლიტერატურის, ფოლკლორის მიმართულებისა და ლიტერატურული ჟურნალისტიკის კლუბის მოსწავლეებისთვის; მან ისაუბრა 14 აპრილის ისტორიულ მნიშვნელობაზე, ქართული ენის განსაკუთრებულ როლზე ქართული სახელმწიფოებრიობის შექმნა-განვითარებაში, ქართული სალიტერატურო ენის ნორმების დაცვის აუცილებლობაზე, სახელმწიფო ენის დეპარტამენტის ფუნქციებსა და მიზნებზე, მის საქმიანობაზე, აფხაზური ენის სწავლების აქტუალურ საკითხზე, უპასუხა მოსწავლეებისა და პედაგოგების კითხვებს. 

ამ დღეს ღონისძიებები არ არის