+995 32 ‎2 407 222

ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია

 

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, სახელმწიფო ენის დეპარტამენტი და გიორგი ახვლედიანის სახელობის ენათმეცნიერების ისტორიის საზოგადოება ენის კვირეულის ფარგლებში (12-18 აპრილს) გამართავენ ქართული ენის დღისადმი მიძღვნილ სამეცნიერო კონფერენციას.

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა 2022 წლის 5 აპრილამდე  თეზისები უნდა გამოგზავნონ ელექტრონული ფოსტის მისამართზეscience.humanities@tsu.ge

კონფერენცია გაიმართება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

 

 

ამ დღეს ღონისძიებები არ არის