+995 32 ‎2 407 222

სახელმწიფო ენობრივი ინსტიტუციების ევროპის ფედერაციის ყოველწლიურ მე-19 კონფერენცია

სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარე, გიორგი ალიბეგაშვილი და სახელმწიფო ენის დეპარტამენტის სამეცნიერო და საგანამანათლებლო პროგრამების სამსახურის უფროსი, თინათინ ბოლქვაძე 2022 წლის 11-13 ოქტომბერს იმყოფებოდნენ ვილნიუსში სახელმწიფო ენობრივი ინსტიტუციების ევროპის ფედერაციის ყოველწლიურ მე-19 კონფერენციაზე, რომელსაც უმასპინძლა ლიეტუვური ენის სახელმწიფო კომისიამ და ლიეტუვური ენის ინსტიტუტმა. კონფერენციის ძირითადი თემა იყო - ენა და მიგრაცია. კონფერენციაზე მოხსენებები ეხებოდა მიგრაციის პირობებში ენის კვლევის პრობლემატიკას, განსაკუთრებული ყურადღება მიექცა უკრაინის მოსახლეობის იძულებით ემიგრაციას.  გარდა ამისა, გაიმართა მრგვალი მაგიდა ევროკავშირის ენობრივი პოლიტიკის  საკითხებზე. წარმოდგენილი იყო დანიის, ნორვეგიის, იტალიისა და შვეიცარიის ენობრივი დაგეგმვის სისტემები, რომელთა განხილვაში აქტიურად მონაწილეობდნენ სახელმწიფო ენის დეპარტამენტის წარმომადგნელები.

კონფერენციის ფარგლებში სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარე შეხვდა ლიეტუვის სეიმის თავმჯდომარის მოადგილეს, ბატონ პაულიუს საუდარგასს. საქართველო გახდა სახელმწიფო ენობრივი ინსტიტუციების ევროპის ფედერაციის წევრი, რაც ევროკავშირთან დაახლოების მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია. 2024 წელს საქართველო დასახელდა სახელმწიფო ენობრივი ინსტიტუციების ევროპის ფედერაციის საერთაშორისო კონფერენციის ჩატარების ადგილად. 

ამ დღეს ღონისძიებები არ არის