+995 32 ‎2 407 222

საქართველოს კონკურენციის სააგენტოს და სახელმწიფო ენის დეპარტამენტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

 საქართველოს კონკურენციის სააგენტოს და სახელმწიფო ენის დეპარტამენტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

 სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარემ, გიორგი ალიბეგაშვილმა და კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარემ, ნოდარ ხადურმა საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

 მხარეები შეთანხმდნენ, რომ კონკურენციის კანონმდებლობისა და პოლიტიკის წარმართვის პროცესში სააგენტო ხელს შეუწყობს სახელმწიფო ენის სალიტერატურო ნორმათა დაცვასა და პოპულარიზაციას, დეპარტამენტი კი მას კონსულტაციას გაუწევს. ისინი ითანამშრომლებენ საერთო სარეკომენდაციო ჩარჩოს   შექმნაზე. 

ამ დღეს ღონისძიებები არ არის