+995 32 ‎2 407 222

კონკურსი ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში (GAU)

 7 ივნისს ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლების სკოლამ გამართა ქართულენოვანი პრეზენტაციების კონკურსი, რომელიც მიზნად ისახავდა სტუდენტთა საჯარო გამოსვლის უნარ-ჩვევების გამოვლენას.

   გამომსვლელებს აფასებდა სპეციალური ჟიური შემდეგი შემადგენლობით: გიორგი ალიბეგაშვილი (სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი), რუსუდან ციციშვილი (გაუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლების სკოლის დეკანი, ფილოლოგიის დოქტორი), ოთარ ტატიშვილი (ტელეჟურნალისტი, მედიცინის დოქტორი),  ეკატერინე ტოგონიძე (გაუ-ს მარკეტინგის სამსახურის უფროსი),  დავით ველიაშვილი (Lingwing-ის დამფუძნებელი).

ამ დღეს ღონისძიებები არ არის