+995 32 ‎2 407 222

შეხვედრა სუმოს ქომაგთა კლუბთან

სახელმწიფო ენის დეპარტამენტის წარმომადგენლები სუმოს ქომაგთა კლუბის (სუმომანთა კლუბი) წევრებს ამირან ურუშაძეს, თამაზ რურუას და ლადო ნაცვლიშვილს შეხვდნენ.
 სახელმწიფო ენის დეპარტამენტი საქართველოს სუმოს ფედერაციასთან და სუმოს ქომაგთა კლუბთან ერთად იმუშავებს სუმოს ტერმინოლოგიის ცნობარის შექმნაზე.
 ეს სვამს იაპონური ენის ბგერათა სისტემის ქართული ტრანსლიტერაციის საკითხს, რომელშიც აუცილებელია იაპონური და ქართული ენების სპეციალისტთა ერთობლივი მუშაობა.
 ცნობარის მიზანია დაინტერესებულ მკითხველს გააცნოს სუმოს ტერმინები და მათი აღწერილობა ქართულად.
 ცნობარი დააინტერესებს როგორც სპორტსმენებს, სუმოს ქომაგებს, ასევე მკითხველთა ფართო წრეს.

ამ დღეს ღონისძიებები არ არის