+995 32 ‎2 407 222

სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი ეროვნული უმცირესობების საკითხებში ეუთო-ს უმაღლეს კომისარს ლამბერტო ზანიერის შეხვდა

.შეხვედრისას ისაუბრეს იმ პროექტებზე, რომლებსაც ეუთო-ს ეროვნული უმცირესობების ოფისი ახორციელებს საქართველოში. კომისარი ლამბერტო ზანიერი გაეცნო სახელმწიფო ენის დეპარტამენტის საქმიანობას, იმსჯელეს საქართველოს ენობრივ უმცირესობათა წარმომადგენლებისათვის სახელმწიფო ენის სწავლების ხელშეწყობის გზებზე, აფხაზური ენის სწავლებაზე, როგორც სახელმწიფოს ერთიანობის, საზოგადოების გამთლიანების მნიშვნელოვან ასპექტზე.დეპარტამენტის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა ეუთოს უმაღლეს კომისარს საქართველოსთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი საკითხებისადმი გამოჩენილი ყურადღებისა და ამ მიმართულებით გაწეული ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის.

ამ დღეს ღონისძიებები არ არის