+995 32 ‎2 407 222

სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი სამხეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, დიმიტრი სანაკოევს შეხვდა

2018 წლის 26 სექტემბერს სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი სამხეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, დიმიტრი სანაკოევს შეხვდა. მათ თსუ ქართულ-ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელთან, ნაირა ბეპიევთან ერთად დასახეს შემდგომი თანამშრომლობის გზები. კერძოდ, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია სახელმწიფო ენის დეპარტამენტთან ერთად გამართავს საერთაშორისო კონფერენციას „ქართულ-ოსურ ურთიერთობათა პერსპექტივები“. გარდა ამისა, ისინი შეთანხმდნენ ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტოპონიმთა ეტიმოლოგიური ლექსიკონის შექმნაზე.

ამ დღეს ღონისძიებები არ არის