+995 32 ‎2 407 222

რესპუბლიკური ონომასტიკური სამეცნიერო კონფერენცია - „თანამედროვე ონომასტიკური პრობლემები“

28-29 სექტემბერს გაიმართა რესპუბლიკური ონომასტიკური სამეცნიერო კონფერენცია - „თანამედროვე ონომასტიკური პრობლემები“, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სახელმწიფო ენის დეპარტამენტისა და სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის მონაწილეობით მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის ფარგლებში.

28 ოქტომბერს პავლე ზაზაძის სახელობის დარბაზში კონფერენცია გახსნა და მონაწილეებს მიესალმა უნივერსიტეტის რექტორი მაკა ბერიძე. ასევე მონაწილეებს მიესალმნენ: საქართველოს პარლამენტის წევრი გიორგი კოპაძე, სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის მოადგილე სამცხე-ჯავახეთის მხარეში შალვა ბერძენიშვილი

პლენარული მოხსენებასახელმწიფო ენის დეპარტამენტის უახლოესი მიზნები და ამოცანები

წარმოადგინეს გიორგი ალიბეგაშვილმა (სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარე), თინათინ ბოლქვაძემ (სახელმწიფო ენის დეპარტამენტის სამეცნიერო-საგანმანათლებლო პროგრამების სამსახურის უფროსი) და მარინა ბერიძემ (სახელმწიფო ენის დეპარტამენტის სახელმწიფო ენის ფუნქციონირებისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსი).

კონფერენციამ იმუშავა სამ სექციად:

სექცია 1: ხელმძღვანელები: პროფ. მარიკა ჯიქია, პროფ. რამაზ ქურდაძე

სექცია 2: ხელმძღვანელები: პროფ. შუქია აფრიდონიძე, პროფ. მერაბ ჩუხუა

სექცია 3: ხელმძღვანელები: პროფ. რევაზ შეროზია, პროფ. მარინა ბერიძე.

კონფერენციის სექციურ მუშაობაში მონაწილეობა მიიღო 37-მა მომხსენებელმა.

 29 სექტემბერს მონაწილეებმა პირველ კორპუსში გრიგოლ ხანძთელისა და ივანე ჯავახიშვილის ძეგლები შეამკეს ყვავილებით და უნივერსიტეტის მუზეუმში დაათვალიერეს 2018 წლის შიდა საუნივერსიტეტო სამეცნიერო გრანტის ფარგლებში ჩატარებული სამუშაოების შედეგად სტუდენტების მიერ მოპოვებული არქეოლოგიური მასალის გამოფენა. 

11 საათზე ჩატარდა კონფერენციის შემაჯამებელი სხდომა პროფესორ სერგო მელიქიძის სახელობის აუდიტორიაში, რომელზეც ხელმძღვანელებმა შეაჯამეს სექციებზე წაკითხული მოხსენებები.

 კონფერენცია მიეძღვნა პროფესორ მერაბ ბერიძის 70 წლისთავს.

ამ დღეს ღონისძიებები არ არის