+995 32 ‎2 407 222

15 მაისი ოსური ენის დღეა

15 მაისს აღინიშნება ოსური ენის დღე. ეს დღე სიმბოლურად დაკავშირებულია ოსური სალიტერატურო ენის ფუძემდებლის, კოსტა ხეთაგუროვის პოეტური კრებულის,  „ოსური ქნარის“ გამოსვლასთან. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ კოსტა ხეთაგუროვის პოეტური კრებულის გამოცემას დიდი ყურადღება მიაქცია ილია ჭავჭავაძის გაზეთმა „ივერიამ“ და საგანგებო წერილიც უძღვნა.

ოსური ენა ინდოევროპულ ენათა ოჯახის ირანულ შტოს განეკუთვნება, თუმცა მასში გვხვდება კავკასიურ ენათა ელემენტებიც.

ოსური ენაზე შემონახულია მდიდარი და უნიკალური ფოლკლორი, ოსურ ენაზე იქმნება მაღალმხატვრული ლიტერატურა.

ოსური ენის მეცნიერული შესწავლა მჭიდროდ უკავშირდება ქართულ სამეცნიერო სკოლას. ამ მხრივ აღსანიშნავია ცნობილი ქართველი და ოსი მეცნიერების: გიორგი ახვლედიანის, ვასილ აბაევის, მზია ანდრონიკაშვილის, ოლღა თედეევის, არნოლდ ჩიქობავას, აკაკი შანიძის, ნაფი ჯუსოითის, თამერლან გურიევისა და სხვათა გამოკვლევები. ოსური ენის, ფოლკლორისა და ლიტერატურის შესწავლა ქართულ სამეცნიერო სივრცეში კვლავაც გრძელდება. ბოლო წლებში გამოიცა მეცნიერულად და პრაქტიკულად ღირებული წიგნები: ქართულ-ოსური და ოსურ-ქართული ლექსიკონი (მთავარი რედაქტორი ნაირა ბეპიევი), ნართების ეპოსის ორენოვანი კრებული (შემდგენელი, მთარგმნელი და მთავარი რედაქტორი ნაირა ბეპიევი), ენციკლოპედია-ალბომი „ქართულ-ოსური ურთიერთობები“ (შემდგენელი და მთავარი რედაქტორი ნაირა ბეპიევი) და სხვ. აღსანიშნავია ნართების ეპოსის მიხედვით ოსურ და ქართულ ენებზე შექმნილი პიესა „ამბავი ნართებისა“, რომელშიც ოსი და ქართველი მსახიობები მონაწილეობენ.

 

ამ დღეს ღონისძიებები არ არის