+995 32 ‎2 407 222

სახელმწიფო ენის დეპარტამენტი

გარდაიცვალა აკადემიკოსი თამაზ გამყრელიძე. იგი იყო მსოფლიოში აღიარებული ენათმეცნიერი, მრავალი საეტაპო ნაშრომის ავტორი, 2005-2013 წლებში საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი, ამერიკის ლინგვისტური საზოგადოების საპატიო წევრი, ამერიკის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის უცხოელი წევრი, ხელოვნებისა და მეცნიერების მსოფლიო აკადემიის ნამდვილი წევრი, თბილისის საპატიო მოქალაქე.

ბატონი თამაზი სახელმწიფო ენის ექსპერტთა კომისიის აქტიური წევრი იყო დღიდან მისი დაარსებისა. 

მისი გარდაცვალება უდიდესი დანაკლისია საენათმეცნიერო საზოგადოებისათვის. ვუსამძიმრებთ მის ოჯახს, ახლობლებსა და საქართველოს.

ამ დღეს ღონისძიებები არ არის