+995 32 ‎2 407 222

სახელმწიფო ენის დეპარტამენტი

სახელმწიფო ენის დეპარტამენტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ცნობილი ქართველი ენათმეცნიერის, ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ემერიტუს-პროფესორის, სახელმწიფო ენის ექსპერტთა კომისიის წევრის შუქია აფრიდონიძის გარდაცვალების გამო.

ქალბატონმა შუქიამ უდიდესი წვლილი შეიტანა ქართული სალიტერატურო ენის მეცნიერული შესწავლისა და სწავლების,  ქართული ენის პოპულარიზაციის საქმეში; იგი არის არაერთი განმარტებითი, ორთოგრაფიული და თარგმნითი ლექსიკონის შემდგენელი და რედაქტორი. ქართული ენის ნორმალიზაციის სფეროში მისი ღვაწლი ფასდაუდებელია. 

სახელმწიფო ენის დეპარტამენტი უსამძიმრებს ქალბატონი შუქიას ოჯახს, კოლეგებსა და მოწაფეებს. 

ამ დღეს ღონისძიებები არ არის