+995 32 ‎2 407 222

კონკურსი – სამაგისტრო ნაშრომის ჯილდო 2023

 

 ენის ეროვნული ინსტიტუტების ევროპის ფედერაცია აცხადებს კონკურსს – სამაგისტრო ნაშრომის ჯილდო 2023.

სამაგისტრო ნაშრომის ჯილდო არის ყოველწლიური კონკურსი, რომელიც გამოავლენს საუკეთესო სამაგისტრო ნაშრომს ევროპაში ენის გამოყენების, ენობრივი პოლიტიკისა და მრავალენოვნების სფეროებში.

კვლევები დაჯილდოვდება ისეთ დარგებში, როგორებიცაა:  ორი ენის შესწავლა, ენის სწავლების სტრატეგიები, ენის გამოყენება მრავალენოვან გარემოში, ენობრივი პოლიტიკის მიზნები და შედეგები, ენობრივი პოლიტიკის შედარებითი კვლევა, ენობრივი ტექნოლოგიები და მრავალენოვნება, თარგმანი და ზეპირი თარგმანი.

ნაშრომში შესწავლილი ენა შეიძლება იყო ევროპის ნებისმიერი ეროვნული ენა (გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ინგლისური ისევ არის ერთ-ერთი ოფიციალური ენა).

გამარჯვებულ სტუდენტებს:

·         გადაეცემათ EFNIL-ის სამაგისტრო ნაშრომის ჯილდო (1500 ევრო);

·         სტუდენტები მიწვეულნი იქნებიან EFNIL-ის ყოველწლიურ კონფერენციაზე მომხსენებლებად;

·         შესაძლებლობა ექნებათ სამაგისტრო ნაშრომზე დაფუძნებული სტატია გამოაქვეყნონ EFNIL-ის ყოველწლიური კონფერენციის მასალებში;

·         შესაძლებლობა ექნებათ EFNIL-ის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნონ სრული სამაგისტრო ნაშრომი.

 განაცხადის წარდგენის ვადაა 2023 წლის 15 იანვარი.

დეტალური ინფორმაცია მონაწილეობის პირობებისა და გამარჯვებულის შერჩევის შესახებ იხილეთ შემდეგ ბმულზე: http://efnil.org/master-thesis-award