ტრეინინგი საქპატენტის თანამშრომელთათვის
სახელმწიფო ენის ერთიანი პროგრამის ფარგლებში საქპატენტის მცხეთის სათავო ოფისში სახელმწიფო ენის დეპარტამენტის სტრატეგიისა და დაგეგმვის სამსახურის უფროსმა თინათინ ბოლქვაძემ ჩაატარა ორეტაპიანი ტრენინგი, რომლის მიზანი იყო თანამშრომლებისთვის სახელმწიფო ენის დეპარტამენტის მიერ შემუშავებული უცხოური ენების ტრანსკრიფცია-ტრანსლიტერაციის წესებისა და სალიტერატურო ენის განახლებული ნორმების გაცნობა. ტრენინგში მონაწილეობა მიიღო საქპატენტის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის 15-მდე თანამშრომელმა.ტრენინგზე განიხილეს საქართველოს ორგანული კანონი სახელმწიფო ენის შესახებ და საქართველოს კანონი რეკლამის შესახებ. ტრენინგის მონაწილეები გაეცნენ ინტელექტუალური საკუთრების სფეროში გამოყენებული დარგობრივი ტერმინებისა და საქართველოს გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის დასახელებების უცხოურ ენებზე გადატანის პრინციპებსაც.