+995 32 ‎2 407 222

ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ფესტივალი

  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართული ენის დღე აღინიშნა. ღონისძიებაზე ქართული ენის სწავლისა და პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები: პოლონეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში მარიუშ მაშკიევიჩი,  აშშ საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, საქართველოში აშშ საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მოადგილე რაიან ჰარკერ ჰარისი, საქართველოში აშშ საელჩოს კულტურის ატაშე კრისტოფერ ანდერსონი უნივერსიტეტის ოქროს მედლებით დაჯილდოვდნენ. 

 ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი, სახელმწიფო ენის  დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორი ჯაბა სამუშია, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, აკადემიური წრეების წარმომადგენლები და სტუდენტები დაესწრნენ. 

  14 აპრილისადმი მიძღვნილქართული ენის ფესტივალისფარგლებშისახელმწიფო ენის დეპარტამენტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ქალაქ თბილისის მერიის მიერ გამოცხადებული კონკურსებში გამარჯვებულები გამოვლინდნენაღნიშნული ფესტივალის ფარგლებში სამი კონკურსი იყო გამოცხადებული: 1. შეცვალე ჟანრი - შექმენი კომიქსი ანუ გრაფიკული წიგნი, 2. სიუჟეტების მომზადება ენობრივი ნორმების შესახებ3. არაქართულენოვანი სკოლების ქართული ენის მასწავლებელთა გამოვლენაპირველი კონკურსი სამ ასაკობრივ კატეგორიაში ჩატარდა და სამ-სამი გამარჯვებული გამოვლინდა. ამავე კონკურსის ფარგლებში, საკონკურსო კომისიამ გამოავლინა  ჟიურის შვიდი რჩეული, ხოლო  გამომცემლობა პალიტრა L-მა, სულაკაურის გამომცემლობამ და მწიგნობართა ასოციაციამ -  4 რჩეული კონკურსანტიგამარჯვებულ კონკურსანტებს თბილისის მერიამ გადასცა ფულადი ჯილდოები, ხოლო განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ტექნიკისა და წიგნის ვაუჩერები გამომცემლობებმა კი წიგნები და წიგნის ვაუჩერებიკონკურსში სიუჟეტების მომზადება ენობრივი ნორმების შესახებსამი გამარჯვებული გამოვლინდა. სამი გამარჯვებული პედაგოგი გამოავლინა ჟიურიმ მასწავლებელთა კონკურსშიც.

 გამარჯვებულ კონკურსანტთა ნუსხა იხ:ჩამოტვირთვა

 

 

 

ამ დღეს ღონისძიებები არ არის