+995 32 ‎2 407 222

დეპარტამენტის მოხალისეთა პროგრამის მონაწილეთა დაჯილდოვება

2023 წლის 22 ივლისს სახელმწიფო ენის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა დააჯილდოვეს დეპარტამენტის მოხალისეთა პროგრამის მონაწილე შოთა რუსთაველის სახელობით ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტები:

გოჩა დავითაძე, ლილია თავდგირიძე, ნათია გიორბელიძე და დიანა ქარცივაძე.

მოხალისეებმა შეამოწმეს ბათუმის ცენტრალურ ქუჩებში განთავსებული საინფორმაციო და სარეკლამო აბრები და ამ ქუჩებზე არსებულ კვების ობიექტებში  – მენიუები სახელმწიფო ენის გამოყენების თვალსაზრისით.

ამ დროისთვის შემოწმებულია 200-მდე ობიექტი;

ამჟამად მუშავდება შეკრებილი მონაცემები და კვლევის შედეგები გამოქვეყნდება დეპარტამენტის ვებგვერდზე;

არსებული ინფორმაციის საფუძველზე სახელმწიფო ენის დეპარტამენტი გამოავლენს დარღვევებს და დარღვევის გამოსწორების მიზნით გასცემს რეკომენდაციებს.  

დაგეგმილია განმეორებითი მონიტორინგი.

დეპარტამენტი მადლობას უხდის შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და მოხალისეებს თანამშრომლობისათვის.

ამ დღეს ღონისძიებები არ არის