+995 32 ‎2 407 222

ქართულენოვანი ბეჭდური მასალის გაციფრულების სტანდარტიზაციის საკითხებზე სადისკურსი პლატფორმის პირველი სამუშაო შეხვედრა

23 იანვარს სახელმწიფო ენის დეპარტამენტში სახელმწიფო ენის 2021-2030 წლების ერთიანი პროგრამის (სტრატეგიის) 2023-2024 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში გაიმართა ქართულენოვანი ბეჭდური მასალის გაციფრულების სტანდარტიზაციის საკითხებზე სადისკურსი პლატფორმის პირველი სამუშაო შეხვედრა. შეხვედრის პარტნიორია ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ: ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის, თსუ-ის ბიბლიოთეკის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და მონაცემთა ანალიზის ლაბორატორიის წარმომადგენლები.
შეხვედრაზე განიხილეს გაციფრულებაზე მომუშავე ორგანიზაციებისა და ჯგუფების სამუშაო პროცესი და გაციფრულებისა და გატექსტების სტანდარტები.

ამ დღეს ღონისძიებები არ არის