+995 32 ‎2 407 222

ხელნაკეთი აბრების განთავსება

 სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა დედაქალაქის მერთან კახი კალაძესთან და მთაწმინდის რაიონის გამგებელთან დავით კირკიტაძესთან ერთად ძველი თბილისის ის ქუჩები დაათვალიერა, სადაც ისტორიულ შენობებზე ხელნაკეთი კერამიკული აბრები განთავსდა. ხელნაკეთი აბრები საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს მიეძღვნა.

ისინი საკუთარი ისტორიით საქართველოს პირველ რესპუბლიკასთანაა დაკავშირებული და მათზე დატანილი ინფორმაცია კონკრეტული შენობის ისტორიის ყველაზე მნიშვნელოვან მომენტებს ასახავს. 

ამ დღეს ღონისძიებები არ არის