+995 32 ‎2 407 222

მშობლიური ენის საერთაშორისო დღე

2024 წლის 21 თებერვალს სახელმწიფო ენის დეპარტამენტისა და ქ. თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის ორგანიზებით, საკრებულოსთან და სახალხო დამცველთან არსებული ეთნიკური უმცირესობების საბჭოებთან თანამშრომლობით, თბილისის საკრებულოს თამარ მეფის სახელობის დარბაზში გაიმართა მშობლიური ენის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება. ღონისძიებას ესწრებოდნენ და დამსწრე საზოგადოების წინაშე სიტყვით გამოვიდნენ: თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე კახა ლაბუჩიძე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი კახა ჭეიშვილი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა კულტურის მინისტრის მოადგილე ნინო ლობჟანიძე, სახელმწიფო ენის დეპარტამენტის სამეცნიერო-საგანმანათლებლო პროგრამების სამსახურის უფროსი თინათინ ბოლქვაძე. ღონისძიებაზე მშობლიური ენის პოპულარიზაციისა და სამოქალაქო ინტეგრაციაში შეტანილი წვლილისთვის სამადლობელო სერტიფიკატები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ მეცნიერებს, მთარგმნელებს, მწერლებსა და სამოქალაქო აქტივისტებს: ნატალია ტროხიმს, ლარისა ნამთალაშვილს, ზაირა დავარაშვილს, გურამ ბათიაშვილს, ნინო პოპიაშვილს, რაზიათ ქუმარიტოვს, ვან ბაიბურთს, რაფიგ გუმბათოვს, ევგენია კოტანიდისის, როსტომ ფარეულიძეს, მზია კობერიძეს, ნაირა მარშანიას, მზია ხეთაგურს, გივი შაჰნაზარს, დიმიტრი თეიმურაზიანს. 

ამ დღეს ღონისძიებები არ არის