+995 32 ‎2 407 222

სახელმწიფო ენის დეპარტამენტისა და ლიდზის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი) ერთობლივი პროექტი

განათლების საერთაშორისო ცენტრის სადოქტორო პროგრამის სტიპენდიანტმა სოფია დარასელიამ მონაწილეობა მიიღო სახელმწიფო ენის დეპარტამენტისა და ლიდზის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი) ერთობლივ პროექტში. აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში, ლიდზის უნივერსიტეტში შექმნილ ქართული ენის ვებკორპუსზე დაყრდნობით მომზადდა ორი სასწავლო სიხშირული ლექსიკონი: ქართული-აფხაზურ-ინგლისური და ქართულ-ოსურ-ინგლისური. ეს არის ქართველური ენობრივი მრავალფეროვნების და საქართველოს ენობრივი პორტრეტის დოკუმენტირების პროექტი, რომელიც შემდგომშიც გაგრძელდება. პროექტის კოორდინატორი და ხელმძღვანელი გახლდათ მარინა ბერიძე (სახელმწიფო ენის დეპარტამენტი. სახელმწიფო ენის ფუნქციონირების ზედამხედველობის სამსახურის უფროსი). აღსანიშნავია, რომ ეს ლექსიკონები მიმდინარე წლის ოქტომბერში ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე იყო გამოფენილი.

აპრილი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
31010203040506
07080910111213
14151617181920
21222324252627
28293001020304
05060708091011

ამ დღეს ღონისძიებები არ არის