+995 32 ‎2 407 222

 

სახელმწიფო ენის დეპარტამენტი არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც საქართველოს საკანონმდებლო აქტებით დადგენილ ფარგლებში იცავს სახელმწიფო ენის კონსტიტუციურ სტატუსს, ზრუნავს მის პოპულარიზაციაზე, ქართული სალიტერატურო ენის ნორმების დადგენასა და დამკვიდრებაზე. 

სახელმწიფო ენის დეპარტამენტის ფუნქციებია: სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარებისთვის ერთიანი პროგრამისა და პოლიტიკის შემუშავება;

რეკომენდაციების გაცემა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობების ორგანოს, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის სახელმწიფო ენის მართებული გამოყენების მიზნით;

სხვადასხვა ღონისძიებების დაგეგმვა სახელმწიფო ენის განვითარებისა და საქართველოს ენობრივი მრავალფეროვნების წარმოჩენისათვის.

სრულად ნახვა

სიახლეები

ილაპარაკე ქართულად
გავრცელებული ენობრივი შეცდომების ლექსიკონი

ეს ლექსიკონი გამიზნულია არასპეციალისტებისათვის. სალექსიკონო ერთეულად ანბანის რიგზე გატანილია როგორც სწორი, ისე მცდარი სიტყვაფორმა შესაბამისი მითითებით. ლექსიკონი სრული არ არის, მაგრამ ყველა ერთეული შერჩეულია გამოყენების შედარებით მაღალი სიხშირის მიხედვით. ხშირი ენობრივი შეცდომებიდან ლექსიკონში შესულია ორთოგრაფიული (ფონეტიკური ცვლილებების ან არასწორი ტრანსკრიპციის გამო გაჩენილი მცდარი ფორმები, კომპოზიტები და სხვა), მორფოლოგიური, სინტაქსური და სტილისტიკური შეცდომები.

*თუ თქვენთვის სასურველი სიტყვა არ მოიძებნა გთხოვთ შეატყობინოთ ვებგვერდის ადმინისტრაციას

ამ დღეს ღონისძიებები არ არის

სასარგებლო ბმულები                                                                                                                                                         

საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პრეზიდენტი

 

საქართველოს მთავრობა

თბილისის მერია