+995 32 ‎2 407 222

 

სახელმწიფო ენის დეპარტამენტი არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც საქართველოს საკანონმდებლო აქტებით დადგენილ ფარგლებში იცავს სახელმწიფო ენის კონსტიტუციურ სტატუსს, ზრუნავს მის პოპულარიზაციაზე, ქართული სალიტერატურო ენის ნორმების დადგენასა და დამკვიდრებაზე.

სახელმწიფო ენის დეპარტამენტის ფუნქციებია: სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარებისთვის ერთიანი პროგრამისა და პოლიტიკის შემუშავება;

რეკომენდაციების გაცემა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის სახელმწიფო ენის მართებული გამოყენების მიზნით;

სხვადასხვა ღონისძიებების დაგეგმვა სახელმწიფო ენის განვითარებისა და საქართველოს ენობრივი მრავალფეროვნების წარმოჩენისათვის.