+995 32 ‎2 407 222

ერთკვირიანი საზაფხულო სკოლა სოციოლინგვისტიკაში

სოციოლინგვისტიკის საზაფხულო სკოლა
2024 წლის 29 ივლისი - 3 აგვისტო, თსუ

სახელმწიფო ენის დეპარტამენტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და გიორგი ახვლედიანის სახელობის ენათმეცნიერების ისტორიის საზოგადოება ქართველი და უცხოელი სტუდენტებისათვის მართავენ ერთკვირიან საზაფხულო სკოლას სოციოლინგვისტიკაში, რომელიც გაგრძელდება 2024 წლის 29 ივლისიდან 3 აგვისტომდე. სოციოლინგვისტიკის საზაფხულო სკოლა იმუშავებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში.

საზაფხულო სკოლა სოციოლინგვისტიკაში მიზნად ისახავს ფილოლოგიის, ენათმეცნიერების, ეთნოლოგია-ეთნოგრაფიისა და სოციოლოგიის მიმართულების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების სტუდენტებს, ახალგაზრდა მეცნიერებსა და სადოქტორო პროგრამის შემდგომი პერიოდის სპეციალისტებს მისცეს ცოდნა სოციოლინგვისტიკის თეორიასა და პრაქტიკაზე, ენობრივ კონტაქტთა სახეებსა და შედეგებზე, ლინგვისტურ სიტუაციაზე, სახელმწიფოში ენობრივ იერარქიაზე, ენობრივ პოლიტიკასა და ადამიანის ენობრივ უფლებებზე.

საზაფხულო სკოლაში ლექციებს წაიკითხავენ მეცნიერები ამსტერდამის, ლეიდენის, ბეილორის, კაფოსკარის,თბილისის თავისუფალი და ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტებიდან.


სალექციო კურსები:

გლობალური სოციოლინგვისტიკის პრობლემები (პროფ. დიკ სმაკმანი, ლაიდენის უნივერსიტეტი, ნიდერლანდების გაერთიანებული სამეფო)
მრავალენოვანი საზოგადოება: კონტაქტები, კონფლიქტები და მათი მართვა
(დოქტორი ჰენინგ რადკე, ამსტერდამის უნივერსიტეტი)
ენობრივი პოლიტიკა - სხვადასხვა სახელმწიფოების ენობრივი პოლიტიკის განხილვა/ანალიზი (პროფ. მაიკლ ლონგი, ბეილორის უნივერსიტეტი, აშშ)
სხვადასხვა ქვეყანაში ენობრივი კონტაქტების სოციალური ასპექტები (თურქული ენის მაგალითზე) (პროფ. მათიას კაპლერი, კაფოსკარის უნივერსიტეტი, ვენეცია)
კავკასიის ენები და ენათმეცნიერება (თომას ვიერი, თავისუფალი უნივერსიტეტი, თბილისი)
საქართველოს ენობრივი სიტუაცია (პროფ. თინათინ ბოლქვაძე, თსუ)

იხილეთ პროგრამა