+995 32 ‎2 407 222

შეხვედრა პეკინის უცხოური კვლევების უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან

 

სახელმწიფო ენის დეპარტამენტში ჩინეთში ქართული ენის სწავლებასთან დაკავშირებით პეკინის უცხოური კვლევების უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართაშეხვედრას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტი ჭაო კანგი, აღმოსავლური კვლევების ფაკულტეტის დეკანი სუ ინგინგი და ქართული ენის დეპარტამენტის დირექტორი იუენ პოგანხილვის მთავარი თემა იყო ქართული ენის სწავლება ჩინეთის უნივერსიტეტში. პეკინის უცხოური კვლევების უნივერსიტეტში ქართულს ასწავლიან იუენ პო და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი ნინო ყოჩიშვილი.  საუბარი შეეხო სახელმწიფო ენის დეპარტამენტში ჩინური ენის სპეციალისტებთან ერთად მომზადებული ჩინური ენის მარცვალთა სისტემის ქართული ტრანსკრიფცია-ტრანსლიტერაციის წესებს, რომლებზეც დაფუძნებულია ჩინურ-ქართული კონვერტორიკონვერტორი ამჟამად გამოცდის რეჟიმშია და მალე გახდება ხელმისაწვდომი ფართო საზოგადოებისათვის.