სახელმწიფო ენის დეპარტამენტსა და საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
სახელმწიფო ენის დეპარტამენტსა და საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის მიზანია, სახელმწიფო ენის დეპარტამენტსა და საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობა და ურთიერთხელშეწყობა ქართული საავიაციო ტერმინოლოგიის დამუშავებასა და განვითარებაში, შესაბამისი დარგობრივი ლექსიკონებისა და პრაქტიკული სახელმძღვანელოების შექმნა, ასევე, საავიაციო ტერმინების ქართული შესატყვისების განსაზღვრა და დამკვიდრება. ვიზიტისას სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარემ დაათვალიერა საავიაციო ტექნიკის მომსახურების სასწავლო ცენტრი და საერთაშორისო საავიაციო ტრეინინგ-ცენტრი, გაცნობითი სახის შეხვედრა გაიმართა საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალთან.