+995 32 ‎2 407 222

სახელმწიფო ენის ექსპერტთა კომისიის სხდომა

2024 წლის 6 დეკემბერს სახელმწიფო ენის დეპარტამენტში დისტანციურად გაიმართა სახელმწიფო ენის ექსპერტთა კომისიის სხდომა. სხდომაზე განიხილეს შემდეგი საკითხები:
ნასესხები სიტყვებისგან -ურ (->ულ) ბოლოსართით ნაწარმოებ ზედსართავ სახელთა მართლწერა;
საავიაციო უნივერსიტეტის მიერ მომზადებული საავიაციო ტერმინები;
ისლამის აღმსარებლის აღმნიშვნელი ქართული კონფესიონიმის მართლწერა.