სახელმწიფო ენის ექსპერტთა კომისიის სხდომა
2024 წლის 27 დეკემბერს სახელმწიფო ენის დეპარტამენტში გაიმართა სახელმწიფო ენის ექსპერტთა კომისიის სხდომა. სხდომაზე განიხილეს შემდეგი საკითხები:
სხვათა სიტყვის ნაწილაკების მართლწერა;
ადამიანთა სახელების მართლწერა (ოთარიმ თუ ოთარმა?);
ი-ზე ფუძედაბოლოებულ საზოგადო სახელთა მართლწერა;
სახელის შეწყობა ცალკე მდგომ თანდებულებსა და ზმნისართებთან მიცემითსა და ნათესაობით ბრუნვებში.
სხდომა გაიმართა დისტანციურად.