+995 32 ‎2 407 222

სახელმწიფო ენის დეპარტამენტის მონაწილეობით, მეცნიერებისა და ინოვაციის ფესტივალის ფარგლებში, სამეცნიერო კონფერენცია „სახელმწიფო ენობრივი პოლიტიკა და სამცხე-ჯავახეთის ონომასტიკა” ჩატარდა

 

სახელმწიფო ენის დეპარტამენტის მონაწილეობით, მეცნიერებისა და ინოვაციის ფესტივალის ფარგლებში, 22–23 სექტემბერს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციასთან ერთად რესპუბლიკური.კონფერენციაზე სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თანამშრომლებმა წარმოადგინეს  მოხსენებები შემდეგ თემებზე:

·         მუნიციპალური ტოპონიმიისა და გეოგრაფიული ობიექტების ინგლისური ტრანსლიტერაციისა და თარგმანის საკითხები;

·         ხმოვანფუძიან გეოგრაფიულ სახელთა მართლწერასთან დაკავშირებლი პრობლემები;

·         ტრანსკრიფცია-ტრანსლიტერაციის პრობლემები: ქართული ბგერითი სისტემის ლათინურად და ინგლისური ენის ბგერათა ქართულად ტრანსლიტერაცია.

კონფერენციაზე განიხილეს სახელმწიფო ენის სწავლებისა და სამცხე-ჯავახეთის გეოგრაფიული ობიექტების სახელდების საკითხები.ამავე კონფერენციაზე  მონაწილეობდა ფერეიდნელ ქართველ ჰოსეინ მიქელან, იგივე სოსო მიქელაძე, რომელმაც  ფერეიდნელი ქართველებისთვის შექმნილი ქართული ენის სახელმძღვანელო წარმოადგინა.სახელმწიფო ენის დეპარტამენტი მადლობას უხდის სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციას აქტიური თანამშრომლობისათვის.