სახელმწიფო ენის დეპარტამენტისა და ეროვნული უმცირესობების უმაღლესი კომისრის ოფისის თანამშრომლობით სემინარი გაიმართა
2018 წლის 27 ნოემბერს სახელმწიფო ენის დეპარტამენტისა და ეროვნული უმცირესობების უმაღლესი კომისრის ოფისის თანამშრომლობით სემინარი გაიმართა.უმაღლესი კომისრის ოფისის წარმომადგენლებმა სახელმწიფო ენის დეპარტამენტისა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო აპარატის თანამშრომლებს წარუდგინეს რამდენიმე მოხსენება: მარკ ფუმაგალიმ და ელჟბიეტა კუზბორსკა-პახამ სემინარის მონაწილეებს გააცნეს ეროვნული უმცირესობების უმაღლესი კომისრის ოფისის გამოცდილება და იმსჯელეს სახელმწიფო ენის სტატუსის განმტკიცებაზე ქვეყნის ენობრივი მრავალფეროვნების დაცვით სამოქალაქო ინტეგრაციის კონტექსტში.უელსური (ვალიური) ენის კომისარმა ელერი ჯეიმზმა ისაუბრა უელსის ენობრივი პოლიტიკის შესახებ, ხოლო უმცირესობათა უფლებების ეურაკის კვლევითი ინსტიტუტის მკვლევარმა სერჯიუ კონსტანტინმა სამხრეთ ტიროლის (იტალია) გამოცდილება, როგორც ენობრივი მრავალფეროვნების შენარჩუნების მაგალითი, წარმოადგინა.სემინარზე დეპარტამენტის თანამშრომლებსა და მომხსენებლებს შორის დისკუსია გაიმართა.სახელმწიფო ენის დეპარტამენტი და ეროვნული უმცირესობების უმაღლესი კომისრის ოფისი მომავალშიც გეგმავს თანამშრომლობას.