ღონისძიება „ქართული ენის დღე ნიდერლანდების სამეფოში“
2018 წლის 12 დეკემბერს სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარემ, გიორგი ალიბეგაშვილმა და სამეცნიერო და საგანმანათლებლო პროგრამების სამსახურის უფროსმა თინათინ ბოლქვაძემ შეხვედრა გამართეს დიასპორის წარმომადგენლებთან საქართველოს საელჩოში ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს ელჩის, ბატონ გიორგი შარვაშიძის ხელშეწყობითა და ორგანიზებით. გიორგი შერვაშიძემ შესავალ სიტყვაში ისაუბრა ქართული ენის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე უცხოეთში მცხოვრები ქართველების იდენტობის შენარჩუნების თვალსაზრისით. დიასპორის წარმომადგენლებს სიტყვით მიმართა სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარემ, ბატონმა გიორგი ალიბეგაშვილმა. მან ისაუბრა დეპარტამენტის მიზნებზე, ყურადღება გაამახვილა სახელმწიფოს ენობრივ პოლიტიკაზე; ხაზი გაუსვა დეპარტამენტის სწრაფვას ქართულ დიასპორებთან ურთიერთობის გაღრმავების, ქართული ენის სწავლებისა და პოპულარიზაციის მიმართულებით. ჩვენი შეხვედრის ერთ-ერთი მიზანია, ქართული დიასპორის წარმომადგენლებისგან მოვისმინოთ სურვილები და წინადადებები იმ პრობლემათა შესახებ, რომლებსაც ისინი აწყდებიან ქართული ენის სწავლისა და სწავლების თვალსაზრისით.სახელმწიფო ენის დეპარტმენტი თავის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიზნად თვლის სწორედ ამ პრობლემების მოგვარებისათვის აუცილებელი ნაბიჯების გადადგმას. შეხვედრაზე განხილული თითოეული საკითხი მეტად მნიშვნელოვანია სახელმწიფო ენის პროგრამის ზუსტად ჩამოყალიბებისათვის. აღნიშნულ დოკუმენტზე დეპარტამენტი აგრძელებს მუშაობს და ფართო განხილვებისა და შესაბამისი პროცედურების დაცვის შემდგომ დაამტკიცებს საქართველოს მთავრობა, - აღნიშნა გიორგი ალიბეგაშვილმა. სახელმწიფო ენის დეპატმანეტის სამეცნიერო და საგანმანათლებლო პროგრამების სამსახურის უფროსმა თინათინ ბოლქვაძემ დამსწრე საზოგადოებას გააცნო, როგორ არის წარმოდგენილი სახელმწიფო ენის კანონში ენათა იერარქია საქართველოში, რა ფუნქციები აქვს სახელმწიფო, არასახელმწიფო, სალიტერატურო და უმცირესობათა ენებს, ასევე სალიტერატურო ენის ნორმებისა და ტერმინოლოგიური სტანდარტების შემუშავება და მათი დაცვის კონტროლი. სახელმწიფო ენის პოპულარიზაციის მიზნით დეპარტმანეტი გეგმავს ქართულის, როგორც მეორე ენისა და აფხაზური ენის დისტანციური სწავლების პროგრამების შექმნას. დაგეგმილია ცვლილებები რეკლამის კანონში, რომ იგი შეესაბამებოდეს სახელმწიფო ენის კანონის მოთხოვნებს; ამ კუთხით ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტთან. დღის წესრიგში დგას ქართული ენისა და ქართველური ენობრივი მრავალფეროვნების დოკუმენტირებისა და ენის ციფრული ტექნოლოგიების სახელმწიფო კონცეფციის შემუშავება.სახელმწიფო ენის დეპარტამენტი განსაკუთრებულ მადლობას უხდის საქართველოს ელჩს ნიდერლანდების სამეფოში, ბატონ გიორგი შარვაშიძეს გულისხმიერებისა და მხარდაჭერისათვის.