მორიგი სამუშაო შეხვედრა ჩინური ენის სპეციალისტებთან
2018 წლის 21 დეკემბერს სახელმწიფო ენის დეპარტამენტში გაიმართა მორიგი სამუშაო შეხვედრა ჩინური ენის სპეციალისტებთან ჩინური ენის ბგერითი სისტემის ქართულად ტრანსილიტერაციის პრობლემებზე. სახელმწიფო ენის დეპარტამენტი უკვე რამდენიმე ხანია მუშაობს ამ საკითხზე. დეპარტამენტის თანამშრომლებმა თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტის დირექტორთან, საქართველოს სინოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტთან, პროფ. მარინე ჯიბლაძესთან, კონფუცის ინსტიტუტის ჩინური ენის კვალიფიციურ პედაგოგებთან ლიუ ჩაოსთან და ლიანგ ქუნგქუნგთან ერთად იმსჯელეს იმ პრობლემატურ საკითხებზე, რომლებიც გვხვდება ჩინურის ბგერითი სისტემის ტრნასლიტერაცია-ტრანსკრიპციასთან დაკავშირებით და დასახეს სამუშაო გეგმა. უახლოეს მომავალში სახელმწიფო ენის ექსპერტთა კომისიას განსახილველად წარედგინება ჩინური ენის ბგერითი სისტემის ქართულად გადმოცემის წესები.