2019 წლის ქართული ენისა და ლიტერატურის საუკეთესო მასწავლებელი გამოვლენის ღონისძიება
სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი 2019 წლის ქართული ენისა და ლიტერატურის საუკეთესო მასწავლებელი გამოვლენის ღონისძიებას დაესწრო. კონკურსის გამარჯვებული სკოლა „ქორალის“ პედაგოგი ნათია ფურცელაძე გახდა, რომელსაც სპეციალური ჯილდო და სპონსორთა მიერ დაწესებული პრიზები გადაეცა. კონკურსის სხვადასხვა ეტაპის შედეგად, კომისიის მიერ შერჩეული იქნა 5 საუკეთესო მონაწილე. კომისიის წევრები დაესწრნენ თითოეული მათგანის გაკვეთილს, აიღეს ინტერვიუები სასკოლო საზოგადოებისა და ადგილობრივი თემის წევრებთან, ასევე შეისწავლეს თითოეული მასწავლებელის პორტფოლიო. თითოეულ საგანში საუკეთესო მასწავლებლის გამოვლენა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის ინიციატივაა.
სამაგისტრო ნაშრომის ჯილდოს კონკურსი
30
ოქტომბერი
ოქტომბერი
ენათა ევროპული დღე
26
სექტემბერი
სექტემბერი