+995 32 ‎2 407 222

სახელმწიფო ენის დღესთან დაკავშირებით, საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი სასწავლებლების ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის სახელმწიფო ენაში ტესტირება ჩატარდა

სახელმწიფო ენის დღესთან დაკავშირებით, საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი სასწავლებლების ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის სახელმწიფო ენაში ტესტირება ჩატარდა. სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ მიხეილ სარჯველაძემ და საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის დირექტორმა ხათუნა კასრაძემ მონაწილეებს შესაბამისი სერტიფიკატები, ხოლო საუკეთესო შედეგის მქონე სტუდენტებს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს. ქართული ენის ტესტში საუკეთესო შედეგი ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის სტუდენტმა, ნიკოლოზ კალატოზიშვილმა აჩვენა. ტესტირებაში ჩართული იყვნენ კავკასიის უნივერსიტეტის, საქართველოს უნივერსიტეტის, სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტის, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის (სეუ) სტუდენტები. თითოეულ უნივერსიტეტს, შესაძლებლობა ჰქონდა გენდერული ბალანსის გათვალისწინებით, წარედგინა 3-3 სტუდენტი.

აპრილი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
31010203040506
07080910111213
14151617181920
21222324252627
28293001020304
05060708091011

ამ დღეს ღონისძიებები არ არის