+995 32 ‎2 407 222

14 აპრილს სახელმწიფო ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული გაიხსნა

14 აპრილს სახელმწიფო ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული გაიხსნა. ცერემონია სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა გახსნა. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, თბილისის მერი კახი კალაძე, პარლამენტის განათლების მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი, თსუ რექტორის მოადგილე ალექსანდრე ცისკარიძე და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. ქართული ენის დღესთან დაკავშირებით, უნივერსიტეტის ეზოსა და ფოიეში რამდენიმე გამოფენა იყო მოწყობილი. ამასთან, უნივერსიტეტის ბაღში ნიაზ დიასამიძის და ჯგუფ "33ა"-ს კონცერტი გაიმართა. ღონისძიებების ორგანიზატორები არიან სახელმწიფო ენის დეპარტამენტი, დედაქალაქის მერია, თბილისის საკრებულო, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი,ასოციაცია "ქართული შრიფტი."

ივნისი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
26272829303101
02030405060708
09101112131415
16171819202122
23242526272829
30010203040506

ამ დღეს ღონისძიებები არ არის