+995 32 ‎2 407 222

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები აბიტურიენტებისთვის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სკოლისშემდგომი განათლებისთვის მოსამზადებელი პროგრამა დაიწყო.

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები აბიტურიენტებისთვის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სკოლისშემდგომი განათლებისთვის მოსამზადებელი პროგრამის წარდგენას,სახელმწიფო ენის დეპრარტამენტის თავმჯდომარ გიორგი ალიბეგაშვილი დაესწრო. შერიგების და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო სამინისტროს და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს ინიციატივით თსუ-სა და ზუგდიდის შოთა მესხიას სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ხორციელდება სკოლისშემდგომი განათლებისთვის მოსამზადებელი პროგრამა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები აბიტურიენტებისთვის. 2019 წელს პროგრამაზე დარეგისტრირებული აბიტურიენტებიდან სამოცდაათმა მოსწავლემ მოსამზადებელი კურსის გავლა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გადაწყვიტა. თსუ-ში დარეგისტრირებული აბიტურიენტებიდან 27 მოსამზადებელი პროგრამის განმავლობაში თსუ-ის ლისის სტუდეტთა საერთო საცხოვრებელში იცხოვრებს. პროექტის მიზანია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ახალგაზრდების პიროვნული და კარიერული განვითარების ხელშეწყობა და საზოგადოებაში სრულფასოვანი ინტეგრირება. პროექტი ითვალისწინებს სახელმწიფოს მხრიდან მონაწილეთა სასწავლო თუ საცხოვრებელი ხარჯების სრულ უზრუნველყოფას, როგორც მომზადების პერიოდში, ასევე საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გაგრძელების შემდეგ.

ოქტომბერი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
29300102030405
06070809101112
13141516171819
20212223242526
27282930310102
03040506070809

ამ დღეს ღონისძიებები არ არის