+995 32 ‎2 407 222

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართული ენის კვირეული დაიხურა

სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართული ენის კვირეულის დახურვაში მიიღო მონაწილეობა. გაიმართა დაჯილდოების ცერემონია და გამოფენა „ბურჯი ეროვნებისა“. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო უნიკალური ხელნაწერები, თსუ-ში დაცული დისერტაციები, უცხოელ ქართველოლოგთა ნაშრომები,  ქართული ენის შესწავლასთან დაკავშირებული წიგნები და სხვა მასალა. გამორჩეული ლიტერატურული ქართული ენით მეტყველებისათვის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჯილდო გადაეცათ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს: ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მისიის ხელმძღვანელის მოადგილეს ელიზაბეტ რუდს; დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ჯასტინ მაკკენზი სმიტს. უნგრელ ელეს არპადს; უცხოელ ქართველოლოგს - იაპონიის საელჩოს კულტურის ყოფილ ატაშეს, ენათმეცნიერს, ტოკიოს უცხო ენების უნივერსიტეტის პროფესორს იასუჰირო კოჯიმას. ჯილდო გადაეცათ აგრეთვე:საზოგადო მოღვაწეს, მწერალ კოტე ჯანდიერს;ჟურნალისტ თამარ ცაგარეიშვილს;ღვაწლმოსილ მეცნიერს მერი ნიკოლაიშვილს;ახალგაზრდა მეცნიერებს: ნიკო ქელბაქიანს და გიორგი ჯღარკავას; მთარგმნელს ანი კოპალიანს.

აგვისტო 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031010203
04050607080910
11121314151617
18192021222324
25262728293031
01020304050607

ამ დღეს ღონისძიებები არ არის