+995 32 ‎2 407 222

ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის ეროვნულ უმცირესობათა საკითხების უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობამ სემინარი გამართა

2019 წლის 10 დეკემბერს ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის ეროვნულ უმცირესობათა საკითხების უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობამ გამართა სემინარი სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის. სემინარში აგრეთვე მონაწილეობდნენ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის წარმომადგენლები. სემინარი გახსნეს სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარემ, გიორგი ალიბეგაშვილმა და ეუთოს ეროვნულ უმცირესობათა საკითხების უმაღლესი კომისრის მთავარმა პოლიტიკურმა მრჩეველმა მარკ ფუმაგალიმ. სემინარი შედგებოდა ორი სესისიისაგან. პირველი სესია ეძღვნებოდა სახელმწიფო და უმცირესობათა ენების მიმართების საერთაშორისო სტანდარტებს. ამ თემაზე მოხესენებებით წარდგნენ ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის ეროვნულ უმცირესობათა საკითხების უმაღლესი კომისრის მრჩევლები ირინა ულასიუკი და ელჟბიეტა კუზბორსკა-პაჩა. დისკუსიის შემდეგ მეორე სესია მიეძღვნა სახელმწიფო ენისა და უმცირესობათა ენების გამოყენების პრაქტიკას საზოგადოებრივ სფეროში. მოხსენებებით წარდგნენ ფინეთის იუსტიციის სამინისტროს დემოკრატიისა და სამოქალაქო სამართლის დეპარტამენტის თანამშრომელი კორინა ტამენმაა და საქართველოს სახელმწიფო ენის დეპარტამენტის სახელით - თინათინ ბოლქვაძე. სემინარზე დაისახა შემდგომი თანამშრომლობის გზები.

აგვისტო 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031010203
04050607080910
11121314151617
18192021222324
25262728293031
01020304050607

ამ დღეს ღონისძიებები არ არის