სახელმწიფო ენის ერთიანი პროგრამისა (სტრატეგიის) და სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი უწყებათაშორისი საბჭოს სამუშაო ჯგუფის შეხვედრა
საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად, შეიქმნა სახელმწიფო ენის ერთიანი პროგრამისა (სტრატეგიის) და სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი უწყებათაშორისი საბჭო, რომელსაც ხელმძღვანელობს სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარე.
2020 წლის 7 ოქტომბერს გაიმართა უწყებათაშორისო საბჭოს სამუშაო ჯგუფის შეხვედრა.
შეხვედრაზე განიხილეს სავარაუდო სტრატეგიული მიმართულებები და მათი გამომწვევი ძირითადი მიზეზები, დაისახა მომავალი საქმიანობის გეგმა.
სახელმწიფო ენის სტრატეგიის სამართლებრივ ჩარჩოს ქმნის: საქართველოს კონსტიტუცია, „სახელმწიფო ენის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი და სსიპ სახელმწიფო ენის დეპარტამენტის დებულება. ამას გარდა, სტრატეგია პასუხობს საერთაშორისო ვალდებულებებს: ასოცირების შესახებ შეთანხმებას, გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებს, ევროპის კულტურულ და სხვა კონვენციებსა და ქარტიებს, ასევე სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის რეკომენდაციებს.
უახლოეს ხანში გაიმართება სამუშაო ჯგუფების შეხვედრები.