კონკურსი „როგორ დავიცვათ ქართული ენა"
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, სსიპ სახელმწიფო ენის დეპარტამენტთან თანამშრომლობით, დედა ენის დღესთან დაკავშირებით, აცხადებს კონკურსს
„როგორ დავიცვათ ქართული ენა".
კონკურსის ფარგლებში საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების X-XI კლასის მოსწავლეები ინდივიდუალურად ან ჯგუფურად შეიმუშავებენ პროექტების კონცეფციებს ქართული ენის დაცვის თემაზე. კონკურსის სასკოლო ტურში გამარჯვებული ნამუშევრების საფუძველზე, შესაბამის სკოლაში განხორციელდება საგანმანათლებლო პროექტი, რის შესახებაც, სკოლა ანგარიშს წარუდგენს სამინისტროს.
კონკურსის შედეგად გამოვლინდება I, II, III ადგილებზე გასული საკონკურსო ნამუშევრების ავტორები და ასევე, ჟიურის 7 ნომინაცია. გამარჯვებული კონკურსანტები დაჯილდოვდებიან დიპლომებითა და ფასიანი საჩუქრებით.
კონკურსის ვადები:
სასკოლო ტურის ორგანიზება, გამარჯვებულების გამოვლენა და გამარჯვებული საკონკურსო ნამუშევრების შესაბამის რესურსცენტრში წარდგენის ბოლო ვადაა 2021 წლის 26 მარტი.
მუნიციპალური ტურის ორგანიზება, გამარჯვებულების გამოვლენა და მუნიციპალურ ტურში გამარჯვებული საკონკურსო ნამუშევრების სამინისტროსთვის წარდგენის ბოლო ვადაა 2021 წლის 2 აპრილი.
კონკურსის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.