+995 32 ‎2 407 222

14 აპრილი სახელმწიფო ენის დღე

 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სახელმწიფო ენის დღესთან დაკავშირებული სახელმწიფო ენის დეპარტამენტისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისს ერთობლივი ღონისძიება გაიმართა . ღონისძიებას სახელმწიფო ენის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ალიბეგაშვილი, თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე,   საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, აკადემიური წრეების წარმომადგენლები და სტუდენტები ესწრებოდნენ. დედა ენის დღესთან დაკავშირებით ქართული ენის სწავლასა და პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დაჯილდოვდნენ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები:

დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს და ჩრდილოეთ ირლანდიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში მარკ კლეიტონი;

იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ენრიკო ვალვო;

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ჰუბერტ ქნირში;

ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში თომას მიულმანი;

ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ანდრიუს კალინდრა.

     ჯილდოები ასევე გადაეცათ ლიტერატურული ქართული ენით მეტყველებისთვის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებს და ესეების კონკურსში ჩემი სახელმწიფო ენა - ქართული გამარჯვებულ 1+4 პროგრამის სტუდენტებს, თსუ კურსდამთავრებულს, საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტს ლიანა მარქარიანს, საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტს რამილია ალიევასთსუ 1+4 პროგრამის  სტუდენტს ეკა მეირაბიანს, თსუ 1+4 პროგრამის სტუდენტს ვლადიმერ ტერსენოვს, თსუ 1+4 პროგრამის სტუდენტს რაუფ მახარამოვს

       ქართული ენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე უნივერსიტეტის მუზეუმის ფონდებში დაცული უნიკალური ფოტოები და ხელნაწერები გამოიფინა.

ამ დღეს ღონისძიებები არ არის