+995 32 ‎2 407 222

სახელმწიფო ენის დეპარტამენტისა და ლატვიის კულტურის ინფორმაციული სისტემების ცენტრის ერთობლივი სემინარი

 

2021 წლის 14 მაისს სახელმწიფო ენის დეპარტამენტისა და ლატვიის კულტურის ინფორმაციული სისტემების ცენტრის ერთობლივი სემინარი გაიმართა ზუმის პლატფორმაზე. სემინარის მხარდამჭერი საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იყო. სემინარის მთავარი მიზანი იყო ლატვიის გამოცდილების გაზიარება ენობრივი ტექნოლოგიების მიმართულებით. ლატვიის მხრიდან სემინარზე პრეზენტაციები წარადგინეს: კულტურის პოლიტიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ულდის ზარინშმა, კულტურის ინფორმაციული სისტემების ცენტრი დირექტორმა არმანდს მაგონე,  ამავე ცენტრის პროექტების მენეჯერმა იანის ზიედინშმა,  ენობრივი ტექნოლოგიების კომპანიატილდესბიზნესის განვითარების დირექტორმა კასპარს კაულინშმა, ამავე კომპანიის თარგმნი მომსახურების ცენტრის დირექტორმა ინდრა ომულა სამიტე და მანქანური თარგმანის მომსახურების უფროსმა არტურს ვასილევსკისმა. სახელმწიფო ენის დეპარტამენტის სახელით სახელმწიფო ენის სტრატეგია და ენობრივი ტექნოლოგიების განვითარების ხედვა გააცნო სემინარის მონაწილეებს სახელმწიფო ენის ზედამხედველობის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა მარინა ბერიძემ. სემინარს ესწრებოდნენ: სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი და დეპარტამენტის თანამშრომლები, საქართველოს პარლამენტის წევრი თამარ ტალიაშვილი, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი კულტურის დარგში კონსტანტინე ნაცვლიშვილი, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი დირექტორი ჯაბა სამუშია და მოადგილე ერეკლე ასტახიშვილი, სახელმწიფო ენის ექსპერტთა კომისიის თავმჯდომარე მერაბ ჩუხუა და კომისიის წევრი ექსპერტები, ასევე აკადემიური სფეროს წარმომადგენლები და დაინტერესებული მოწვეული სტუმრები.

 

ამ დღეს ღონისძიებები არ არის