+995 32 ‎2 407 222

სახელმწიფო ენის (ქართული და აფხაზური) დაცვის მიზნობრივ საგრანტო კონკურსი

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი და სახელმწიფო ენის დეპაერტამენტი 2022 წელს სახელმწიფო ენის (ქართული და აფხაზური) დაცვის მიზნობრივ საგრანტო კონკურსს გამოაცხადებს, რომელიც ქართული და აფხაზური ენების ფუნქციონირებას, სახელმწიფო ენის  დაცვასა და კვლევას შეუწყობს ხელს.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურ დირექტორ ჯაბა სამუშიასთან და სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილთან სამუშაო შეხვედრა გამართა და საგრანტო კონკურსთან დაკავშირებული საკითხები განიხილა.

შეხვედრაზე მხარეებმა აღნიშნეს, რომ ახალი მიზნობრივი კონკურსი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხს წარმოადგენს, ვინაიდან ქართული ენის მკვლევრებთან ერთად მასში მონაწილეობის შესაძლებლობა აფხაზური ენის კვლევით დაინტერესებულ აფხაზ მეცნიერებსაც ექნებათ.

მიხეილ ჩხენკელის ინიციატივით, საკონკურსო დებულების შემუშავებისა და დახვეწის პროცესი გამჭვირვალედ წარიმართება და მასში მონაწილეობას სამეცნიერო საზოგადოება აქტიურად მიიღებს.

მიზნობრივი კონკურსის ჯამური ბიუჯეტი 240 000 ლარს შეადგენს, რომლის ფარგლებში ოთხი პროექტი დაფინანსდება.

აღსანიშნავია, რომ საგრანტო პროგრამა შესაბამისობაშია სახელმწიფო ენის დეპარტამენტის მიერ შექმნილ 2021-2030 წლების სახელმწიფო ენის ერთიან სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმის ძირითად მიმართულებებთან.  

 

-->

ამ დღეს ღონისძიებები არ არის