+995 32 ‎2 407 222

განცხადება

 

სახელმწიფო ენის დეპარტამენტი გმობს აფხაზეთის ადმინისტრაციის განათლების პოლიტიკას. გალის რაიონის ტერიტორიიდან ქართული ენის განდევნა მოსწავლეებს ართმევს მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლებას. ეს არის გალის მოსახლეობის მშობლიური ენისა და, შესაბამისად,  ენობრივი იდენტობის დისკრიმინაცია. საგანგაშოა სწავლების ენის რუსულით ან აფხაზურით დაუგეგმავად და იძულებით ჩანაცვლება, რაც საფრთხეს უქმნის ხარისხიანი განათლების მიღებას გალის რაიონში.

სახელმწიფო ენის დეპარტამენტი საქართველოს ხელისუფლების ყველა შტოსთან ერთად იმუშავებს ამ შეუწყნარებელი მდგომარეობის გამოსასწორებლად. ამჟამად მუშავდება სახელმწიფო ენის სტრატეგია, რომელშიც აფხაზურს, როგორც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო ენას ქართულთან ერთად, მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს.

სახელმწიფო ენის დეპარტამენტი გამოთქვამს რწმენას, რომ, მიუხედავად დაპირისპირებისა, ქართველ მოსწავლეთა ინტერესები დაცული იქნება აფხაზეთში.

 

ივნისი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
26272829303101
02030405060708
09101112131415
16171819202122
23242526272829
30010203040506

ამ დღეს ღონისძიებები არ არის