+995 32 ‎2 407 222

,,2021 – 2030 წლების სახელმწიფო ენის ერთიანი პროგრამა (სტრატეგია) და 2021-2022 წლების სამოქმედო გეგმა დამტკიცდა

 

მიმდინარე წლის 27 დეკემბერს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომაზე ,,2021 – 2030 წლების სახელმწიფო ენის ერთიანი პროგრამა (სტრატეგია) და 2021-2022 წლების სამოქმედო გეგმა დამტკიცდა.

სახელმწიფო ენის ენის ერთიანი პროგრამა (სტრატეგია)  არის ქართულის, როგორც სახელმწიფო ენის  2021-2030 წლების განვითარების პოლიტიკის დოკუმენტი, რომლის მიზანია უზრუნველყოს სახელმწიფო ენის სრულფასოვანი ფუნქციონირება, დაცვა და განვითარება და მისი სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნება. სტრატეგია ასევე ეხება აფხაზურის, როგორც ქართულთან ერთად აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში სახელმწიფო ენის ფუნქციონირების სრულყოფას ოკუპაციის პირობებში.

სახელმწიფო ენის ათწლიანი სტრატეგიის ამოცანებია:

·         ქართული და აფხაზური ენების ფუნქციონირებისა და პოპულარიზაციის მხარდაჭერა;

·         ქართული სალიტერატურო ენის ნორმების რეგულარული განახლება და დანერგვა;

·         ქართულენოვანი ტერმინოლოგიის განვითარება;

·         ქართული ენის ფლობის დონის ამაღლების ხელშეწყობა ფორმალური და არაფორმალური განათლების ყველა დონეზე;

·         აფხაზური ენის სწავლების ხელშეწყობა;

·         ქართველური ენებისა და აფხაზურის ფუნდამენტური და გამოყენებითი კვლევების ხელშეწყობა;

·         საქართველოს ეთნიკური უმცირესობების ენების სწავლებისა და კვლევის მხარდაჭერა.

საქართველოს კანონმდებლობით, სახელმწიფო ენის დეპარტამენტი არის სახელმწიფო ენის სტრატეგიის (ერთიანი პროგრამის) ინიციატორი და  სამთავრობო საბჭოს მაკოორდინირებელი უწყება.

 

ამ დღეს ღონისძიებები არ არის