+995 32 ‎2 407 222

საერთაშორისო კონფერენცია “ქართული ენა ინტერნეტში”

21 თებერვალი იუნესკოს მიერ გამოცხადებულია დედაენის დღედ. სწორედ ამ დღეს ინტერნეტსაზოგადოების საქართველოს წარმომადგენლობამ საქართველოს სახელმწიფო ენის დეპარტამენტთან ერთად, ევროსაბჭოს საქართველოს ოფისის ფინანსური მხარდაჭერით გამართა საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც ქართულენოვანი ინტერნეტის პრობლემატიკას ეხებოდა.  კონფერენციაზე განხილულ იქნა ისეთი თემები, როგორიცაა : ენობრივი ტექნოლოგიების საკითხები 2021-2030 წლების სახელმწიფო ენის სტრატეგიაში, ციფრული რესურსების შექმნა და ხელმისაწვდომობა, ციფრული განათლება, ქართულენოვანი აუდიო-ვიზუალური რესურსი, ქართულენოვანი ვიკიპედია, .გე დომენი და ა.შ.

პანდემიის გამო ღონისძიება ჩატარდა ონლაინფორმატით.

ამ დღეს ღონისძიებები არ არის