
ექსპერტთა კომისიის სხდომა
2022 წლის 10 ივნისს გაიმართა სახელმწიფო ენის ექსპერტთა კომისიის მორიგი სხდომა. სხდომაზე განიხილეს და მოამზადეს საქართველოს მთავრობისათვის წარსადგენად:
1. გერმანული ენის ბგერითი სისტემის ქართულ ენაზე ტრანსკრიფცია-ტრანსლიტერაციის სახელმძღვანელო წესები
2. ნიდერლანდური ენის ბგერითი სისტემის ქართულ ენაზე ტრანსკრიფცია-ტრანსლიტერაციის სახელმძღვანელო წესები
3. -ავ და -ამ თემისნიშნიან გარდამავალ ზმნათა პირველი თურმეობითის მწკრივის ფორმათა მართლწერის წესები
4. სიტყვათა დამარცვლა-გადატანის წესები.
სხდომა ჰიბრიდული ფორმატით წარიმართა: ექსპერტებისა და სამუშაო ჯგუფების ნაწილი ზუმის პლატფორმის საშუალებით იღებდნენ მონაწილეობას განხილვაში.
განახლებული ნორმები უახლოეს პერიოდში გამოქვეყნდება სახელმწიფო ენის დეპარტამენტის ვებგვერდზე.

მემორანდუმი
17
ივნისი
ივნისი

საჯარო ლექცია კაჭრეთის კოლეჯ „აისში“
27
აპრილი
აპრილი