+995 32 ‎2 407 222

აფხაზური ენის დღე

 

27 ოქტომბერი აფხაზური ენის დღეა. აფხაზური ენა საქართველოს კონსტიტუციით არის დაცული და მას აქვს სახელმწიფო ენის სტატუსი ქართულ ენასთან ერთად აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში. სახელმწიფო მუდმივად ცდილობს აფხაზური ენის დაცვასა და განვითარებაზე იმის მიუხედავად, რომ დღეს ამ ენაზე, ძირითადად, საუბრობენ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე.

2020 წელს საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა სახელმწიფო ენის ერთიანი პროგრამა (სტრატეგია) 2021-2030, რომელშიც აფხაზური ენის სწავლებისა და კვლევის ხელშეწყობა ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა.

2021 წელს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის, ინიციატივით შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდმა სწორედ სახელმწიფო ენის სტრატეგიის მიზნებთან თანხვედრით გამოაცხადა სახელმწიფო ენის ხელშემწყობი მიზნობრივი საგრანტო კონკურსი, რომელიც გულისხმობს ქართულთან ერთად აფხაზური ენის განვითარების ხელშემწყობი პროექტების დაფინანსებასაც.

სახელმწიფო გეგმავს ყველა ისეთი ინიციატივისა და პროექტის მხარდაჭერას, რომლებიც მიზნად ისახავენ: აფხაზური ენის დისტანციური სასწავლო პროგრამის, სასწავლო, თარგმნითი და სხვა ტიპის ელექტრონული ლექსიკონების შექმნას,  ზოგადად, ციფრულ სივრცეში აფხაზური ენის მეტად წარმოჩენას.

 

ამ დღეს ღონისძიებები არ არის