+995 32 ‎2 407 222

ტოლერანტობის საერთაშორისო დღე

 

თბილისის საკრებულოში ტოლერანტობის საერთაშორისო დღე აღინიშნა. ღონისძიება, რომელიც დედაქალაქის წარმომადგენლობით ორგანოში არსებული ეთნიკურ უმცირესობათა საბჭოს ინიციატივით გაიმართა, თბილისის მერმა კახი კალაძემ გახსნა. ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით ასევე გამოვიდნენ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თინათინ ნიბლოშვილი, სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე შოთა რეხვიაშვილი. საკრებულოს თამარ მეფის სახელობის დარბაზში, საქართველოში მცხოვრები ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენლების კუთხეები იყო მოწყობილი, სადაც თითოეული ეთნოსისთვის დამახასიათებელი ყოფისა და ისტორიულ-მატერიალური კულტურის ნიმუშები იყო წარმოდგენილი.

 

 

 

 

ივნისი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
26272829303101
02030405060708
09101112131415
16171819202122
23242526272829
30010203040506

ამ დღეს ღონისძიებები არ არის